I Am a Urology Patient

რა არის უროლოგია?

რა არის უროლოგია?

უროლოგია არის მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მამაკაცისა და ქალის საშარდე სისტემისა და მამაკაცის სასქესო ორგანოების დაავადებებს. საზოგადოების ასაკის მომატებასთან ერთად მატულობს უროლოგიური დაავადებების სიხშირეც.

რომელია უროლოგიური დაავადებები?

უროლოგიური დაავადებები თავისი შინაარსით საკმაოდ მრავალფეროვანია. უროლოგები სწავლობენ  საშარდე სისტემის ფუნქციებს და შეუძლიათ როგორც ქირურგიული ოპერაციების შესრულება, ისე დაავადებათა მედიკამენტური მკურნალობა. ხშირად უროლოგები გადიან ვიწრო სპეციალიზაციას სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად უროლოგიური სიმსივნეები, ბავშვთა უროლოგია.

უროლოგიური დაავადებებია:

  • თირკმლის და შარდსაწვეთის კენჭები;
  • პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება;
  • თირკმლის სიმსივნე;
  • პროსტატის სიმსივნე;
  • სათესლე ჯირკვლის სიმსივნე;
  • შარდის ბუშტის სიმსივნე;
  • სასქესო ასოს სიმსივნე;
  • ურეთრის სიმსივნე.

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტის სიმპტომები:
ნოქტურია;
შარდის შეუკავებლობა;
სქესობრივი დისფუნქცია (როგორიცაა, მაგალითად ერექციული ფუნქციის მოშლა);
მამაკაცის უნაყოფობა;
მენჯის ტკივილი;
უროლოგიური ინფექციები.

როგორ ხდება ვიზიტის დანიშვნა უროლოგთან?

თუკი თქვენ გაქვთ რაიმე ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოთ ზოგადი პრაქტიკის ექიმს ან ოჯახის ექიმს. ის თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე, თუ საჭიროდ ჩათვლის, გაგაგზავნით უროლოგთან.

error: You are not allowed to copy content without permission. Please contact: e.robijn@uroweb.org